[ლეგიონი] პოლონეთში მათე ცინცაძე და გიორგი მერებაშვილი დაზავდნენ

AutoSharing Option
6 მარტს პოლონეთის ექსტრაკლასაში 24-ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების გუნდები დაუპირისპირდნენ.

მათე ცინცაძის გუნდმა შჩეცინის "პოგონმა" გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ცინცაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. სასტარტოში იყო მერებაშვილიც, რომელმაც მოედანი მსაჯის მიერ დამატებულ დროში დატოვა. მანამდე მან ყვითელი ბარათი მიიღო.

ამ დროისთვის "პოგონი" პოლონეთის მთავარ ლიგაში მე-9 ადგილზეა, "ვისლა" კი - მე-11-ზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული