"რუბინის" მწვრთნელი: არ მინდა საბა კვირკველიაზე აუგი ვთქვა...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი გუნდიდან მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარით გაშვებულ საბა კვირკველიაზე ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ქართველ მცველს გრასიას ხელმძღვანელობით "რუბინში" თამაში პრაქტიკულად არ უწევდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სწორედ ამის გამო მიიღო "ლოკომოტივში" სეზონის ბოლომდე იჯარით წასვლის გადაწყვეტილება, რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში კი ახალი გუნდის მაისურით შეუცვლელად ითამაშა.

ჟურნალისტმა გრასიას ჰკითხა:

- რით იყო სერხიო სანჩესი საბა კვირკველიაზე უკეთესი? ასაკით, გამოცდილებით, სისწრაფით, "რუბინში" თამაშის ჟინით, პიროვნული თვისებებით?
- ესენი განსხვავებული მოთამაშეები არიან. საბაც,
როგორც კარლოს სამბრანო და სერხიო სანჩესი, ლეგიონერად ითვლება. რაც შეეხება თავდასხმაში თამაშს, აქ კარლოსსა და სერხიოს ალბათ უპირატესობა აქვთ. მიუხედავად ამისა, მე არ მინდა ვილაპარაკო იმაზე, ვინ უკეთესია, რადგან გამოვა, რომ ვიღაც - უფრო ცუდია. არ მინდა აუგი ვთქვა კვირკველიაზე, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ერთ პოზიციაზე სამი ლეგიონერის ყოლა გუნდისთვის კარგია.

- საკითხს ეკონომიკური მხრიდან შევხედოთ. კვირკველია ახალგაზრდაა და უფრო ძვირი ღირს, სანჩესი კი - უფროსი და იაფია. ბუნებრივია, რომ პირველის ფასი მოიმატებს, მეორისა - არა.
- ჩვენ  არ ვიცით, როგორი იქნება მომავალში საბასა და სერხიოს ფასები. სერხიოს ერთ-ერთი ღირსება ისაა, რომ მას შეუძლია მარჯვენა ფლანგზე განაპირა მცველად თამაში, რადგან "რუბინში" ამ პოზიციაზე უკვე უთამაშია. ეს სერხიოს ერთ-ერთი უპირატესობაა საბასთან მიმართებაში, სხვა დანარჩენი - დეტალებია. საუბარი კი იმაზე, ვინ უკეთესია, ვინ უარესი, არ მინდა. მე პატივს ვცემ საბას, როგორც პიროვნებას, პროფესიონალს და საუკეთესოს ვუსურვებ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ირლანდიასთან კვირკველიამ რაც გააკეთა იმის მერე აღარ მიკვირს მაგ ბიჭს რატო არ ათამაშებენ
nika
20:03 06-03-2017
0
გასაგებია! მიზეზი არ აქვს, მაგრამ მოიყვანა თავის ხალხი და ათამაშებს მათ! გასაგებად ამბობს! არაუშავს, ეს ბიჭი არ დაიკარგება! შეიძლება უკეთესიც იყოს მისთვის, რაც მოხდა! ჩარჩებოდა "რუბინში"..!
jiji
17:43 06-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული