ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათში" პირველი ტიტული - ყაზახეთის სუპერთასი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათთან" ერთად პირველი ტიტული მოიგო.

ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა 4 მარტს ალმათიში გამართულ ყაზახეთის სუპერთასისთვის მატჩში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელ "ასტანას" ანგარიშით 2:0 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ "ქაირათმა" ყაზახეთის სუპერთასი ისტორიაში ზედიზედ მეორედ მოიგო. ამ მხრივ რეკორდი "აქტობეს" ეკუთვნის, რომელმაც სუპერთასზე სამჯერ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ცხადაძემ "ქაირათი" შარშან გაზაფხულზე ჩაიბარა და გუნდთან ერთად ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ