[ლეგიონი] დანიაში მათე ვაწაძემ ოთარ კაკაბაძესა და ბუდუ ზივზივაძეს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს, დანიის სუპერლიგის 24-ე ტურში "ქართული დერბი" გაიმართა. ოთარ კაკაბაძის, ბუდუ ზივზივაძისა და ლაშა პარუნაშვილის გუნდმა "ესბიერგმა" საკუთარ მოედანზე მათე ვაწაძის "ვიბორგი" მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვაწაძე სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 85-ე წუთზე შეცვალეს. მათემ თანაგუნდელთა პირველ ორ გოლში მიიღო გარკვეული მონაწილეობა, მასპინძელთა კარში მესამე გოლი კი კაკაბაძის მიერ დაცული ფლანგიდან გავიდა. ოთარმა
შეუცვლელად ითამაშა, მოედანზე 81-ე წუთიდან გამოჩნდა ზივზივაძე, პარუნაშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

"ვიბორგს" 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-14 ადგილზეა. "ესბიერგი"
23 ქულით მე-12-ეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Avtor maladec ra.miuxedavad imisa ro vatsadze magari fexburteli.romel golshi miigo monawileoba?chawodebuli ro moigeria mcvelma?
Giorgi
21:55 04-03-2017
0
მოედანზე 81-ე წუთიდან გამოჩნდა ზივზივაძე:D:D:D ვაიმე საცოდაობავ :D:D:ჩვენი ჩემპის საუკეთესო ბობმარდირი რაგაც დანიის ..... გუნდში ძირითადადაც არ განიხილება :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული