[ლეგიონი] ჯაბა კანკავამ და "რეიმსმა" სტუმრად "ოსერს" მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს, საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდმა "რეიმსმა" ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა. XXVIII ტურის შეხვედრაში "რეიმსი" სტუმრად "ოსერს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

კანკავამ რეიმსელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 83-წუთამდე აგებდნენ, დარჩენილ დროში კი გრეჟონ კიემ დუბლი შეასრულა და "რეიმსს" გამარჯვება მოუტანა.

ჯაბა კანკავას გუნდს XXVIII ტურის შემდეგ 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს "ლანსთან" იყოფს. ლიგა 1-ის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი იღებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატება კანკავა? გაისად აუცილებლად უნდა გიხილოთ ლიგა 1-ში.
kika
12:00 04-03-2017
0

სიახლეები პოპულარული