გურამ კაშია: აღარც კი მახსოვს, წვერის გარეშე როგორ გამოვიყურები

AutoSharing Option
ჰოლანდიის თასის ნახევარფინალში როტერდამის "სპარტას" 2:1 დამარცხების შემდეგ "ვიტესის" გახარებულმა კაპიტანმა გურამ კაშიამ განაცხადა, რომ პირობას შეასრულებს და წვერს გაიპარსავს:

"ხუთშაბათს აუცილებლად გავიპარსავ წვერს. ისე, აღარც კი მახსოვს, წვერის გარეშე როგორ გამოვიყურები. ალბათ, როგორც ლომი ფაფარის გარეშე, რომელიც უფრო კატას წააგავს. მაგრამ ხომ ხედავთ, უკვე საკუთარ კარში დავიწყე გოლების გატანა", - ხუმრობის ხასიათზე იყო კაშია ELF Voetbal Magazine-თან საუბარში.

"იმედი მაქვს, თასის ფინალისთვის უკვე ახალი წვერი მექნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ასე მალე გაიზრდება. რაც "ვიტესში" ვარ, ტიტულთან
ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიის თასის ფინალი 30 აპრილს გაიმართება. "ვიტესის" მეტოქის ვინაობა ამაღამ გაირკვევა - "ალკმაარისა" და "კამბურის" დაპირისპირებაში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული