გურამ კაშია: "სპარტასთან" გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩი გველის

AutoSharing Option
გურამ კაშიას "ვიტესმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა "იგლსი" და 36 ქულით მე-7 ადგილზეა. ქართველმა კაპიტანმა, რომელმაც ამ თამაშში შეუცვლელად მიიღო მონაწილეობა, შემდეგი განაცხადა:

"დიდებულად დავიცავით თავი და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ, რითაც ვამაყობთ. ეს კარგი პრელუდია იყო "სპარტასთან" მატჩისთვის".

კაშიამ ოთხშაბათის დაპირისპირება ახსენა როტერდამის "სპარტასთან". 1-ელ მარტს "ვიტესი" როტერდამში "სპარტას" ესტუმრება ჰოლანდიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის სათამაშოდ. საპასუხო 10 მარტს არნემში გაიმართება.

"ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. გუნდურად ბრწყინვალედ ვთამაშობთ, ეს კარგის ნიშანია", - განაცხადა კაშიამ. კაშიამ ამ სეზონში 24
მატჩი ითამაშა ჩემპიონატში, ჰოლანდიის თასზე კი 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ვიტესის" ქართველი კაპიტანი გუნდის თამაშით ამაყია" კი არა, ამაყობს. ნუ ამახინჯებთ ქართულს!
giorgipirweli
09:55 28-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული