დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინის პირველობა ორთვიანი პაუზის მერე ამ უქმეებზე მე-19 ტურით განახლდა. დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" 1:0 მოუგო "კარპატის". ქართველ მცველს კი საიმედო თამაში დაუფასდა - football.ua-მ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ევგენი მარტინენკოსა და დავით ხოჭოლავას დაცვის წყვილი მართებულად ითვლება ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და საიმედო დუეტად. ამ ტურში მარტინენკომ და ხოჭოლავამ კარისკენ მიბრუნების საშუალებაც კი არ მისცეს ჩვენი ჩემპიონატის დონისთვის არცთუ სუსტ შემტევებს.

"კარპატიმ", გატანას ვინ ჩივის, მომენტის შექმნა ვერ შეძლო. "ჩერნომორეცმა" ამ სეზონში მეცხრე მატჩი ითამაშა ნულზე, რაშიც ცენტრალური მცველების დამსახურება
უდიდესია", - წერს უკრაინული გამოცემა.

24 წლის ხოჭოლავამ ამ სეზონში 17 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
და მერე გადავა შახტარში?
ბაჩო გ
17:38 27-02-2017
0
სეზონის ბოლომდე ოდესაში ითამაშებს
gaguuu
16:58 27-02-2017
0

სიახლეები პოპულარული