რომან ასხაბაძე: ჩემთვის ეს გაუგებარია... კვირკველიას 5 თვეა არ უთამაშია!

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ რუსულ "სპორტ ექსპრესთან" საუბრისას მოსკოვის "ლოკომოტივის" მიერ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელებული ტრანსფერები შეაფასა.

ასხაბაძემ საბა კვირკველიაც ახსენა, რომელიც "ლოკომოტივში" ყაზანის "რუბინიდან" იჯარის წესით გადავიდა.

"ჩემთვის ეს ტრანსფერები გაუგებარია. კლუბი რუსული პასპორტის მქონე ფეხბურთელებმა და ლიდერებმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი არი და კვირკველია მოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ორივე უცხოელია, მათ ყოფილი კლუბების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემაც ჰქონდათ.

ქართველ მცველს ბოლო 5 თვის განმავლობაში რუსეთის ჩემპიონატში ერთი წუთიც არ უთამაშია!

ანუ "ლოკომოტივმა" ის ფეხბურთელები
შეიძინა, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აკლდათ. კლუბის მიზნებსა და ბიუჯეტს თუ გავითვალისწინებთ, ეს უცნაურია", - განაცხადა ასხაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს მძღოლი იყო თავიდან და მერე გაიჩითა...გამომივიდა ეგეც ექსპერტი რა...მაგი ისეთი ქართველია როგორც მე ნიგერიელი
კახა ქირია
10:47 27-02-2017
0
ეს ეტყობა აბსუა და არ უყვარს ქართველები
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული