ვაკო ყაზაიშვილი: "აიაქსთან" მატჩის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს

AutoSharing Option
23 თებერვალს "ლეგია" "ამსტერდამ არენაზე" ესტუმრება "აიაქსს" ევროპალიგის პლეი ოფის I წრის საპასუხო მატჩის სათამაშოდ, მას მერე, რაც ვარშავაში 0:0 დაუზავდა მეტოქეს.

"აიაქსთან" დაპირისპირების წინ "ლეგიაში" იჯარით მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი, ტრადიციულად, ყურადღების ცენტრში მოექცა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველთან ისაუბრა:

"ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსის" წინააღმდეგ 9-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. მან გაუტანა "აიაქსს" "ვიტესში" თამაშისას, როცა მისი მწვრთნელი პეტერ ბოში იყო - "აიაქსის" ახლანდელი მწვრთნელი. არავინ იცის "აიაქსი" ისე კარგად, როგორც ვაკომ", - წერს საიტი.

"ერედივიზიეში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. ჰოლანდიაში
საფეხბურთო აკადემიები კარგად ფუნქციონირებს. ასე მოდის ახალი თაობები ჰოლანდიურ ფეხბურთში. ამ ლიგიდან უფრო იოლია ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესი და უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლა.

ეს ხშირად ხდება "აიაქსში", ტოპ-ტალანტები ევროპის ტოპ-გუნდებში ხვდებიან, როგორც ახლახან არკადიუშ მილიკი მოხვდა "ნაპოლიში".

პეტერ ბოშს ძალიან კარგად ვიცნობ, "ვიტესში" თითქმის სამი წელიწადი ვიმუშავეთ ერთად. ეს არის მწვრთნელი გამარჯვებულის მენტალიტეტით, გამოცდილი და ინტელიგენტი. მისი გაწვრთნილი გუნდები ინიციატივას ხელში იგდებენ, დომინირებენ მთელი თამაშის განმავლობაში, ახდენენ მეტოქეზე მუდმივ პრესინგს. ასეთი თამაშის სტილი კი ძალიან მოსწონს გულშემატკივარს.

ხუთშაბათის მატჩთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს. მთავარი ისაა, რომ ვარშავაში გოლი არ გაგვიშვია. ნებისმიერი ფრე გოლებით კი საჩვენოა. ამიტომ მცირე უპირატესობა გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მეტოქის გაგდებას, მაგრამ ამ სტადიონზე თამაში ძალიან ძნელია. დიდი არენა, რომელზეც ყოველთვის სათამაშო ატმოსფეროა, მე ეს მოედანი კარგად ვიცი.

ხუთი წელი გავატარე ჰოლანდიაში, ქვეყანას კარგად ვიცნობ და იქ მეგობარიც ბევრი მყავს. ჩემი მეგობრები თვალყურს ადევნებდნენ ჩვენს გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაკოს წარმატებას ვუსურვებ, ლეგიის რა მოგახსენოთ, ძნელი დასაჯერებელია მათი გასვლა შემდეგ ეტაპზე,მაგრამ ფეხბურთში საოცრებებიც ხდება.
გიორგი ვარშავიდან
12:43 23-02-2017
0
დავიჯერო ასე თქვა,0*-0*ს შემდეგ გასვლაში უპირატესობა ჩვენ გვაქვსო?ძნელი დასაჯერებელია.
სოსო
18:09 22-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული