ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან მჭედლიძე ვერც "იუვენტუსთან" შეხვედრაში ითამაშებს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსთან" მატჩი გამოტოვოს. ამის თაობაზე "ტუტოსპორტი" იტყობინება.

პოპულარული გამოცემის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ამ დროისთვის ჯერაც ვერ ვარჯიშობს.

არადა, ბოლო დროს მჭედლიძე შესანიშნავ ფორმაში იყო და გოლებიც გაჰქონდა, თუმცა მერე ტრავმა მიიღო, რის გამოც "ინტერთან" და "ლაციოსთან" მატჩები გამოტოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"