[ლეგიონი] ჯაბა კანკავამ და "რეიმსმა" სტუმრად "კლერმონს" მოუგეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდმა "რეიმსმა" საფრანგეთის ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. 17 თებერვალს, XXVI ტურის შეხვედრაში რეიმსელებმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით "კლერმონი" დაამარცხეს.

ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც ამ მატჩის წინ სადისციპლინო კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მოუხსნა, შეუცვლელად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ჯაბას "აიაჩოსთან" შეხვედრაში წითელი ბარათი დაუმსახურებლად უჩვენეს, რის გამოც წინა ტურის მატჩის გამოტოვება მოუხდა.

- რატომ გააძევეს მოედნიდან ჯაბა კანკავა "გაზელეკ აიაჩოსთან" მატჩში [VIDEO]

ამ გამარჯვების შემდეგ "რეიმსს" 42 ქულა აქვს და მეორე-მესამე ადგილებს "ამიენთან" იყოფს, მომავალ
მატჩს კი საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ლიდერ "ბრესტის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული