ვაკო ყაზაიშვილი: მინდა, დღეს "აიაქსს" თავი შევახსენო

AutoSharing Option
ამაღამ, ჩვენი დროით პირველის ხუთ წუთზე, ევროპალიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში ვარშავის "ლეგია" ამსტერდამის "აიაქსს" უმასპინძლებს. თამაშის წინ პოლონური მედიის ყურადღების ცენტრში ვაკო ყაზაიშვილი მოექცა.

ეს ბუნებრივია, რადგან "ლეგიას" ქართველი ნახევარმცველი ჰოლანდიური "ვიტესიდან" გადავიდა პოლონეთში. თანაც, ვაკოს სამჯერ ჰყავს გამწარებული "აიაქსი" (ორჯერ ჩემპიონატში, ერთხელ თასზე), შარშან კი ბევრს წერდნენ ქართველი ფეხბურთელით "აიაქსის" დაინტერესებაზე. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამულ კლუბს ვაკოს ყოფილი თავკაცი პეტერ ბოში ხელმძღვანელობს.

ყაზაიშვილი პოლონურ przegladsportowy.pl-ის ესაუბრა:

აიაქსზე
ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ "აიაქსს" ვხვდებით.
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჰოლანდია საქართველოს შემდეგ ჩემი მეორე სამშობლოა. იქ ძალიან კარგი დრო გავატარე. "აიაქსის" თავკაცს ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცნობ ფეხბურთელებსაც. ძალიან მსურს, მათ თავი შევახსენო. ძალიან ბევრი ჰოლანდიელი ჟურნალისტი დამიკავშირდა და მატჩის შესახებ შემეკითხა.

"აიაქსი" ახალგაზრდული გუნდია, ტალანტებით გაჯერებულია, მაგრამ გუნდში ყოველთვის კარგია გამოცდილი ფეხბურთელების ყოლაც. ვიტყვი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარი გვაქვს. რომელიც უფრო მეტად იბრძოლებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გუნდი მოიგებს.

ამსტერდამში "აიაქსი" აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. არ ვიცი,
როგორ იქნება ვარშავაში, მაგრამ მეტოქეს ძალიან უყვარს შეტევა, მისი სათამაშო სტილი ასეთია. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსი" მეორე ადგილზეა, ის უფრო ძლიერია, ვიდრე "ფეიენოორდი", რომელიც ახლა ლიდერობს. მწვრთნელი ჯერ ახალია, ახლები არიან ფეხბურთელებიც, ასე რომ, "აიაქსი" კიდევ მოუმატებს.

"აიაქსის" ძალა რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ: ზიეხი, დოლბერგი, ტრაორე... ასევე, შიონე, რომელიც ძალიან სახიფათოა სტანდარტულების დროს.

"ლეგიას" დიდი შემტევი
პოტენციალი აქვს და თავისუფლად შეგვიძლია, ვარშავაში რამდენიმე გოლი გავუტანოთ. ყველაზე უკეთ მათ გუნდში ტრაორეს ვიცნობ, რომელთანაც ერთად მითამაშია. მასთან ჯერ არ მილაპარაკია, თუმცა მესიჯი გავუგზავნე და თამაშის მერე ვილაპარაკებთ.

ძველი მატჩები და გოლები
რამდენიმე გოლი გავუტანე მათ, ყველაზე კარგად 4:0 მახსოვს, ამ ანგარიშით დავამარცხეთ "აიაქსი" ჰოლანდიის თასზე, თან ეს ამსტერდამში მოხდა. ფაქტობრივად,
სასწაულია. ერთხელ გამარჯვების გოლი გავუტანე, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ადრეული გოლი ჰოლანდიის ჩემპიონატში.

აიაქსის თავკაცი
პეტერ ბოშთან ერთად "ვიტესში" 3 წელიწადი ვიმუშავე, ეს იყო საუკეთესო დრო ჩემთვის. მე მას ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელად მივიჩნევ. ის ძალიან ბევრს ესაუბრა ფეხბურთელებს, გუნდში ოჯახის ატმოსფეროს ქმნის, თუ საჭიროა, დაყვირებაც შეუძლია. სხვათა შორის, ამით ძალიან წააგავს მაგიერას, უბრალოდ, ბოში უფრო შემტევი ფეხბურთის მომხრეა.

არკადიუშ მილიკზე
რა თქმა უნდა, "აიაქსი" ძალიან დაასუსტა არკადიუშ მილიკის წასვლამ. ის ჰოლანდიის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო და ბევრი გოლი გაჰქონდა "აიაქსისთვის", ახლა მის როლს დოლბერგი ასრულებს. დოლბერგიც ძალიან კარგია, მაგრამ მილიკის დონემდე ჯერ უკლია. უბრალოდ, ის ძალიან ახალგაზრდაა და მომავალი წინ აქვს.

"ლეგიაში" გატარებულ დროზე
"ლეგიაში" დებიუტი "ბორუსიასთან" მატჩში მქონდა, სულ სამი დღის ჩამოსული ვიყავი ვარშავაში. ძალიან ძნელი იყო, რამე ხეირიანი მეჩვენებინა. მაშინ წერდნენ, რომ ფეხბურთელებს ნომრების მიხედვით ვეძახდი. ეს არ არის სიმართლე, თუმცა მოკლე დროში 25-ვეს სახელს მართლა ვერ დავიმახსოვრებდი.

ვადასტურებ, "ლეგიაში" ადაპტაციისთვის დრო ნამდვილად დამჭირდა. "ვიტესში" იოლი იყო, სამი თანამემამულე
გვერდში მყავდა, პრეზიდენტიც კი ქართველი იყო. აქ კი ჩამოვედი ახალ ქვეყანაში მარტო, ყველას გაუჭირდებოდა. ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა.

"არკასთან" მატჩი ჩემთვის საუკეთესო არ იყო კარიერაში, თუმცა შევეცადე, ფანებისთვის მეჩვენებინა, რომ გოლის გატანის ან პასის მიცემის გარდა, სხვა რამეებიც მეხერხება მოედანზე - უბურთოდაც შემიძლია თამაში. "აიაქსთან" თამაშისთვის მზად ვარ, მაგრამ არ ვიცი, მათამაშებს თუ არა სასტარტოში მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრებზე
არცთუ დიდი ხნის წინ პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. მაშინ პოლონეთმა 4:0 მოგვიგო, თუმცა ეს არ იყო იოლი მატჩი თქვენთვის. კარგა ხანს მატჩი დაბალანსებული იყო, სანამ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიკი არ შეასრულა. არ მეგონა, თუ ასე მალე მომიწევდა ვარშავაში თამაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული