ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი მაკარიძე: რესტორანში კასილიასს რომ ნახავ და ის რომ გცნობს...

AutoSharing Option
პორტუგალიური "მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძემ იკერ კასილიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

მაკარიძე "პორტუს" ესპანელ მეკარეს რესტორანში შეხვდა და მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და მიაწერა: 

"რესტორანში კასილიასს რომ ნახავ სურათის გადაღებას თხოვ და ის რომ გცნობს და თასის მოგებას გილოცავს და წასვლის წინ შენ მაგიდასთან რომ მოვა და ხელს ჩამოგართმევს, დაგემშვიდობება და წარმატებებს გისურვებს. დღეიდან იკერის ფანი ვარ, ყველაზე მაგარი ადამიანი და თავმდაბალი", - წერს მაკარიძე.

Sportall.Ge
შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძემ "მორეირენშესთან" თასის ფინალში "ბრაგა" მინიმალური ანგარიშით
დაამარცხა.

იხილეთ ინგლისური ვერსია - "He congratulated me on winning the cup" - Georgian goalkeepers surprise encounter with Iker Casillas