სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ლევან მჭედლიძის თამაში "ლაციოსთან" თითქმის გამორიცხულია
AutoSharing Option
16:24 15-02-2017
calcionews24.com-ის ცნობით, ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია. "ემპოლის" ქართველ ფორვარდს ამჯერად ზურგი აწუხებს. გამოცემის ვარაუდით, ჩვენებური "ლაციოსთან" ვერ ითამაშებს.

უფრო ოპტიმისტურია "პიანეტა ემპოლი". ტოსკანური საიტის მტკიცებით, მჭედლიძეს ექიმები ყოველდღიურად შეამოწმებენ და შაბათს გადაწყდება, შეძლებს თუ არა თამაშს იგი რომაული კლუბის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ წინა ტური ლევან მჭედლიძემ "ინტერის" წინააღმდეგ ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.