საბა კვირკველია შესაძლოა გროზნოს "ტერეკში" გადავიდეს

AutoSharing Option
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველი საბა კვირკველია, შესაძლოა, გროზნოს "ტერეკში" გადავიდეს.

რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 24 თებერვალს იხურება, კვირკველიას კი, რომელსაც ყაზანურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, გუნდის გამოცვლა ძალიან უნდა.

"კვირკველია ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალ კლუბს მოძებნის, - განუცხადა გამოცემა "იზვესტიას" ვითარებაში გარკვეულმა წყარომ. - ის უკმაყოფილოა უთამაშებლობით და მწვრთნელის უნდობლობით. საბამ კარგად იცის, რომ ამ მწვრთნელის ხელში "რუბინში" თამაშის შანსი, ფაქტობრივად, არ ექნება. მისთვის კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ვარიანტი
გროზნოს "ტერეკი" შეიძლება იყოს, რომელსაც საიმედო ცენტრალური მცველი სჭირდება".

ეს ინფორმაცია გამოცემა "სპორტ ექსპრესთან" არ დაადასტურა ჩეჩნური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ჰაიდარ ალხანოვმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველი მცველის დამატების სურვილს რუსეთის პრემიერლიგის სხვა გუნდები - მოსკოვის "ლოკომოტივი" და "როსტოვი" იჩენდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა.

კვირკველია ყაზანის "რუბინში" 2011 წლიდან თამაშობს. ამ ხნის მანძილზე მან კლუბის ღირსება 111 მატჩში დაიცვა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი. საბას ყაზანელებთან კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს, მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასი კი 3 მლნ ევროა.

რაც შეეხება "ტერეკს", გროზნოს გუნდი რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ მე-4 პოზიციაზეა და ევროთასების საგზურისთვის იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომ დაფიქრდეს რა ქნას, აზერბაიჯანში წავიდეს? და რატო უკიჟინებთ ამ კაცს არ მესმის ამან მაინც რა დაგიშავათ, რუსეთის მოქალაქეობა ხო არ მიუღია (ურა პატრიოტებსი საყურადღებოდ0 თუ ვინმე თქვენი ახლობლის კონკურენტია ნაკრებში, თვინი და პირი გამოირეცხეთ როცა ამ კაცზე ლაპარაკობთ ყბედებო!
irakli Apkhaidze
22:46 13-02-2017
0
კვირკველია....ეს რუსეთია ნამეტანი ხომ არ მოვინდომეთ ქართველებმა.ამიტომ ჯერ უნდა დაფიქრდე.
ილია
20:23 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული