27 წლის ნახევარმცველი გასულ წელს ყაზახეთში, კერძოდ, პავლოდარის "ირტიშში" იყო სინჯებზე, მაგრამ კლუბმა ის არ დაიტოვა. ამის შემდეგ ძარია ბოლნისის "სიონში" გადავიდა, თუმცა მისი გუნდი პრო ლიგა 1-დან გავარდა და მასაც ახალი გუნდის ძებნა მოუწია.
შეგახსენებთ, რომ ძარია საფეხბურთო საზოგადოებამ ფოთის "კოლხეთიდან" გაიცნო. ამის შემდეგ ის "ზესტაფონში" გადავიდა, სადაც 6 წლის განმავლობაში ითამაშა. ამას მოჰყვა თბილ
რაც შეეხება "ალტაის", ის ყაზახეთის პირველ დივიზიონში გამოდის და 28 ტურის შემდეგ 58 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.