ირაკლი ძარია ყაზახური "ალტაის" შეკრებაზეა

AutoSharing Option
როგორც ყაზახური Sports.kz იტყობინება, თურქულ შეკრებაზე "ალტაისთან" ერთად ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია იმყოფება.

27 წლის ნახევარმცველი გასულ წელს ყაზახეთში, კერძოდ, პავლოდარის "ირტიშში" იყო სინჯებზე, მაგრამ კლუბმა ის არ დაიტოვა. ამის შემდეგ ძარია ბოლნისის "სიონში" გადავიდა, თუმცა მისი გუნდი პრო ლიგა 1-დან გავარდა და მასაც ახალი გუნდის ძებნა მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ძარია საფეხბურთო საზოგადოებამ ფოთის "კოლხეთიდან" გაიცნო. ამის შემდეგ ის "ზესტაფონში" გადავიდა, სადაც 6 წლის განმავლობაში ითამაშა. ამას მოჰყვა თბილ
ისის "დინამო", შემდეგ კი გორის "დილას" ერთ-ერთი ლიდერი იყო...

რაც შეეხება "ალტაის", ის ყაზახეთის პირველ დივიზიონში გამოდის და 28 ტურის შემდეგ 58 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული