ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ოლეკსანდრიას" მწვრთნელი ჭანტურიშვილზე: პოტენციალი აქვს, მაგრამ ფიზიკურად...

AutoSharing Option
"ოლეკსანდრიას" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა ვახტანგ ჭანტურიშვილის შესახებ ილაპარაკა.

თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს შეკრებაზე ახლავს. 23 წლის ჭანტურიშვილი "ოლექსანდრიაში" დამკვიდრებას ლამობს და შეძლებს თუ არა ამას, მიმდინარე შეკრება გაგვცემს პასუხს.

"ჭანტურიშვილს აქვს პოტენციალი, მაგრამ ფიზიკურად ჯერ ბოლომდე არ არის მზად. შეკრების ბოლომდე გავაგრძელებთ ამ ფეხბურთელზე დაკვირვებას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას", - თქვა შარანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ