სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
რატომ გააძევეს მოედნიდან ჯაბა კანკავა "გაზელეკ აიაჩოსთან" მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
16:47 08-02-2017
ფრანგული ლიგა 2-ის მორიგ ტურში ჯაბა კანკავას "რეიმსი" კორსიკაზე "გაზელეკ აიაჩოს" 1:1 დაუზავდა.

ჯაბა სასტარტო შემადგენლობაში იყო, 64-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. მწვრთნელმა მიშელ დერ ზაქარიანმა ანგარიშის შენარჩუნება ("რეიმსი" 1:0-ს იგებდა) გადაწყვიტა და ნახევარმცველ კანკავას ნაცვლად მცველი სამუელ ბუჰური გამოჰყავდა.

თითქოს, ცვლილებაც განხორციელდა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ ქართველი მოედნიდან მეტისმეტად ნელა გავიდა და მას მეორე ყვითელი ბარათი მისცა.

კანკავას გაძევებიდან 4 წუთში კორსიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს და "რეიმსმა" ძვირფასი 2 ქულა დაკარგა. შედეგად გუნდმა მეორე ადგილი დაკარგა და ახლა 39 ქულით მესამე ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.