დღეს, ფრანგული ლიგა 2-ის 24-ე ტურში
ჯაბა კანკავას "რეიმსი" კუნძულ კორსიკაზე "აიაჩოს" ესტუმრება. lunion.fr-ის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი "რეიმსის" სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ "რეიმსი" 38 ქულით მეორე ადგილზეა, ეს ადგილი კი ელიტაში დაბრუნების საშუალებას იძლევა. ჯაბამ ამ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.