ლეგიონი გუშინ: გიორგი მაკარიძე ისევ სახიფათო ზონაში

AutoSharing Option
6 თებერვალს, კვიპროსის I დივიზიონის მორიგ ტურში ახნას "ეთნიკოსმა" სტუმრად 2:2 ითამაშა "კარმიოტისასთან".

ეს გუნდები პირველ ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან. ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე განაცხადში არ ყოფილან, რუსული პასპორტის მქონე ნიკა ყიფიანი კი სასტარტოში იყო. ის 23-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 68-ეზე - შეცვალეს.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში "მორეირენშე" გასვლაზე 0:1 დამარცხდა "მარიტიმუსთან" და სახიფათო ზონაში დარჩა. სტუმართა კარს, ტრადიციულად, გიორგი მაკარიძე იცავდა.

გუშინვე რუმინულ "გაზ მეტანში" აკაკი ხუბუტიას პრეზენტაცია შედგა, თუმცა საქ
ართველოს ნაკრებში ნათამაშები გამოცდილი ცენტრალური მცველი "პოლი ტიმიშოარასთან" მატჩის (1:1) განაცხადში არ ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული