[ლეგიონი] ოქრიაშვილის ფინტი და მოპოვებული პენალტი "სლავიასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის გუნდმა "კრასნოდარმა" ესპანურ შეკრებაზე საკონტროლო მატჩი პრაღის "სლავიასთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

თორნიკემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. კრასნოდარელებმა კი ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე, ქართველის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანის შემდეგ გაიტანეს. მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ოქრიაშვილი ფინტის დროს მეტოქემ აკრძალული წესით შეაჩერა.

ჩეხური გუნდის რიგებში არ ყოფილა ლევან ყენია, რომელიც გუნდს ტრავმის გამო დიდი ხანია ვერ ეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ბურთი გაიგდო და სად თვითონ გაიქცა.აშკარად აჰკიდა პენალტი.მანდ მე ოქრის დავაჯარიმებდი.
სოსო
11:23 07-02-2017
0

სიახლეები პოპულარული