[ლეგიონი] გიორგი ქვილითაიას გოლი და საგოლე პასი "რაპიდის" ამხანაგურში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვენის "რაპიდი" ამხანაგურ შეხვედრაში ქვედალიგელ "შვეჰატს" დაუპირისპირდა და 4:0 მოუგო.

შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, ვინც პირველი ტაიმი ჩაატარა და 27-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა, ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი თანაგუნდელს საგოლე პასი უბოძა.

ზამთრის ამხანაგურ მატჩებში ქვილითაიამ მე-4 გოლი გაიტანა. იმედია, ის ასევე გააგრძელებს ავსტრიულ ბუნდესლიგაშიც, რომელიც მომავალი კვირიდან განახლდება - 12 თებერვალს "რაპიდს" პრინციპული მატჩი აქვს ვენის "აუსტრიასთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენს პორტალზე გამოქვეყნდა კობიაშვილის ინტერვიუ, სადაც ის ზესტაფონს პრო ლიგა 2 -ში თამაშს თავაზობდა თითქოს. კლუბში ამბობდნენ რომ ოფიციალურად ეს მათთვის არავის შეუთავაზებია. ახლა დაიწერა კლუბის ფეისბუქ გვერდზე რომ ეს დაპირებაც ტყუილი აღმოჩნდა. იქნებ კიდევ ერთხელ დაუკავშირდეთ ორივე მხარეს და გავიგოთ რა ხდება და რატომ იქცევა ფედერაცია ასე უცნაურად
ბატონ ალეკოს და ლელოს რედაქციას პატივისცემით
13:08 06-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული