საბა კვირკველიამ ესპანურ შეკრებაზე "რუბინის" საკონტროლო მატჩში ითამაშა

AutoSharing Option
4 თებერვალს, ესპანურ შეკრებაზე მყოფმა საბა კვირკველიას გუნდმა ყაზანის "რუბინმა" საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. რუსეთის პრემიერლიგის გუნდი მალაგაში ხორვატულ "ოსიეკს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

"რუბინის" ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 62-ე წუთამდე დაჰყო საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველმა, რომლის შესაძლო ტრანსფერზე მოსკოვის "ლოკომოტივში" ჯერ კიდევ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ კვირკველიას "რუბინის" მთავარი მწვრთნელი ხავიერ გრასია აქამდე არ სწყალობდა და ქართველ ფეხბურთელს სეზონის საშემოდგომო ნაწილში თამაშის საშაულება პრაქტიკულად არ ჰქონია. ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში კი საბამ უკვე მეორე საკონტროლო მატჩში ითამაშა.

- ლეგიონი:
საბა კვირკველია ყაზანის "რუბინში" 45 წუთი ათამაშეს


მომდევნო საკონტროლო მატჩს "რუბინი" ხვალ, 5 თებერვალს, იაპონურ "შიონან ბელმერესთან" გეგმავს. ყაზანურ გუნდს რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-9 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული