[ლეგიონი] ჯაბა კანკავა და "რეიმსი" საკუთარ არენაზე მარცხს გადაურჩნენ

AutoSharing Option
3 თებერვალს, საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში, ლიგა 2-ში მორიგი მატჩი ჩაატარა ჯაბა კანკავამ. მისმა გუნდმა "რეიმსმა" 23-ე ტურის შეხვედრაში "ტურს" უმაპინძლა და მარცხს გადაურჩა - ფრე 1:1.

ჯაბა კანკავამ "რეიმსის" რიგებში შეუცვლელად ითამაშა, 78-ე წუთზე კი გაფრთხილება მიიღო.

ანგარიში სტუმრებმა ფლორიან მიგელის გოლით 48-ე წუთზე გახსნეს, რეიმსელებს კი ქულა 69 წუთზე, პაბლო ჩავარიამ გადაურჩინა.

"რეიმსს" 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე რჩება, რომელიც ელიტის საგზურს იძლევა. მას 2 ქულით ჩამორჩება "სტრასბურგი", რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული