[ლეგიონი] გურამ კაშიამ და "ვიტესმა" სტუმრად "დენ ჰააგს" მოუგეს

AutoSharing Option
3 თებერვალს, ჰოლანდიის ერედევიზიეში მორიგი მატჩი ჩაატარა გურამ კაშიამ. მისი გუნდი არნემის "ვიტესი" 21-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად "დენ ჰააგს" დაუპირისპირდა და გამარჯვება იზეიმა - 2:0.

არნემელთა ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა თანაგუნდელებმა კი ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. 29-ე წუთზე ადნან ტიგადუინი გამოირჩა, აქედა ორ წუთში კი - რიკი ვან ვოლფსვინკელი.

ამ გამარჯვებით "ვიტესმა" 33 ქულა დააგროვა და დროებით მეხუთე პოზიციამდე აღზევდა. მისი გადასწრების შანსი "ალკმაარსა" (32 ქულა) და "უტრეხტს" (31) აქვთ, რომლებსაც თამაში რეზერვში აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული