ვახტანგ ჭანტურიშვილი სინჯებზე უკრაინულ "ოლეკსანდრიაშია" მიწვეული

AutoSharing Option
უკრაინული Sport Arena-ს ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი "ოლეკსანდრიაში" სინჯებს გაივლის.

23 წლის ფეხბურთელი უკრაინულ გუნდს უახლოეს მომავალში თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე გაჰყვება.

ჭანტურიშვილი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო დრომდე თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია. გასულ გარდამავალ ჩემპიონატში მის ანგარიშზე 9 მატჩში გატანილი 2 გოლია. ფეხბურთელს ასევე უთამაშია "ზესტაფონსა" და "ნორჩ დინამოელში".

მანამდე "ოლეკსანდრიას" მთავარი მწვრთნელი ვალერი შარანი აცხადებდა, რომ გუნდში სინჯებზე ქართველ ფლანგის ნახევარმცველს ელოდა და სავარაუდოდ, სწორედ ჭანტურიშვილს გულისხმობდა.

"ოლეკსანდრია" უკრაინის
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად 29 ქულით მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილია საქართველოს საუკეთესო გუნდიდან ფეხბურთელი მიდის უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერში სინჯებზე
ანტონიო კანდრევა
22:01 04-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული