უიღბლო დებიუტი: გია გრიგალავამ "არსენალის" რიგებში პირველივე მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
იანვარში ქართველი მცველი გია გრიგალავა კვიპროსული "ახნასიდან" რუსეთის პრემიერლიგის ტულის "არსენალში" გადავიდა, თუმცა მისი დებიუტი ახალ გუნდში უიღბლო გამოდგა.

ტულის "არსენალი" "მარიბორს" საკონტროლო მატჩში დაუპირისპირდა (1:1). შეხვედრის 53-ე წუთზე გრიგალავამ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

"ჯერ არ ვიცით, რამდენად მძიმეა გრიგალავას ტრავმა. სამწუხაროა, რადგან გია კარგად შეეგუა ახალ გუნდს, მოერგო ჩვენს კონცეფციას. იმედი გვაქვს, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება", - განაცხადა "არსენალის" თავკაცმა სერგეი კირიაკოვმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული