ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი გამოავლინეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა იანვრის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს.

მკითხველებმა საუკეთესოდ "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე აღიარეს, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 59.8% მიიღო. მეორე ადგილზე "მორეირენშეს" მეკარე გიორგი მაკარიძე გავიდა 34.4%-ით, ხოლო მესამე პოზიცია 4.4%-ით არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ დაიკავა.

მკითხველებს ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში შეეძლოთ. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1915-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვის სრული შედეგები:

1. ლევან მჭედლიძე - 1146 ხმა
2. გიორგ მაკარიძე - 620
3. გურამ კაშია - 85
4. ნიკა კაჭარავა - 29
5. ჯაბა კანკავა - 20
6. ირაკლი
შეყილაძე - 8
7. სანდრო კობახიძე - 7
ასევე დაგაინტერესებთ