ქართველი ფეხბურთელების ყველა მნიშვნელოვანი იანვრის ტრანსფერი უცხოურ კლუბებში

AutoSharing Option
ევროპაში იანვრის სატრანსფერო სეზონი ზაფხულამდე დაიხურა.

ვნახოთ, რომელმა ქართველმა ფეხბურთელებმა ისარგებლეს ამ სარკმლით და ლეგიონერები გახდნენ. მიმოვიხილავთ იმ ქართველ ლეგიონერებსაც, რომელთაც კლუბები (ზოგჯერ ქვეყნებიც) შეიცვალეს...

ზამთრის სატრანსფერო სეზონი გამორჩეული ტრანსფერებით ისედაც ვერ დაიკვეხნის, მით უფრო, ქართული ფეხბურთის რეალობაში. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ჩვენებურმა საოცნებო ტრანსფერი გაჩარხა, თუმცა ლეგიონერთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა და ქართული ლიგიდან გადინება ახალი ტემპებით გაგრძელდება.

11-მა ფეხბურთელმა დატოვა ეროვნული პირველობა და ევროპას მიაშურა - ორ-ორი დანიურ სუპერლიგაში, პოლონურ ექსტრაკლასაში, ყაზახურ პრემიერლიგასა და ლატვიურ ვირშლიგაში გადავიდა, თითო ლეგიონერი
შეემატა რუმინეთს, მაკედონიასა და კვიპროსს. პირველ ორში ამ სეზონში ქართველები არც თამაშობდნენ.

საქართველოს პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია) დანიურ "ესბიერგში" ითამაშებს. ჩვენი ჩემპიონატიდან წასულთაგან 5-ის ბოლო ნავსაყუდელი თბილისის "დინამო" იყო, ორ-ორის - "სამტრედია" და "ლოკომოტივი", თითოსი - "დილა" და "ტორპედო".

ეროვნული ჩემპიონატიდან უცხოეთში
ფეხბურთელი საიდან სად
ბუდუ ზივზივაძე სამტრედია ესბიერგი
ლუკა ზარანდია ლოკომოტივი არკა
ჯაბა ჯიღაური დინამო ვარდარი
ლადო დვალიშვილი დინამო ატირაუ
უჩა ლობჟანიძე დინამო ატირაუ
ლაშა შერგელაშვილი სამტრედია რიგასი
გიორგი ერისთავი დილა ლიეპაია
მათე ცინცაძე დინამო პოგონი
აკაკი ხუბუტია დინამო გაზ მეთანი
მათე ვაწაძე ლოკომოტივი ვიბორგი
გუგა ფალავანდიშვილი ტორპედო ახნასი

რვა ფეხბურთელმა უცხოეთშივე შეიცვალა კლუბი, რომელთაგანაც ყველაზე უცნაური ახალგაზრდა ფორვარდ ლევან შენგელიას ტრანსფერი გვგონია. იგი ბელგიური "ტუბიცედან" სამხრეთკორეულ "დაეჟეონ სიტიზენში" გადაბარგდა.

ეროვნული ნაკრების წევრი ოთარ კაკაბაძე ესპანურმა "ხიმნასტიკმა" იჯარით დანიურ "ესბიერგში" გაუშვა. იჯარით ითამაშებს პორტუგალიის მეორე დივიზიონში "ემპოლის" ფორვარდი რომან ჭანტურია. სანდრო კობახიძე უკრაინული ფეხბურთის ფინანსურ კრიზისს თურქეთში გაექცა. გიორგი ნავალოვსკი საბერძნეთიდან აზერბაიჯანში გადავიდა, ქვეყანაში, სადაც ადრეც თამაშობდა, იგი "ნეფთჩის" ღირსებას იცავს.

უცხოეთიდან უცხოეთში
ფეხბურთელი საიდან სად
ოთარ კაკაბაძე ხიმნასტიკი ესბიერგი
ირაკლი ჩომახაშვილი უნგენი სპერანცა
გიორგი ნავალოვსკი ვერია ნეფთჩი
გია გრიგალავა ახნასი არსენალი
ლევან შენგელია ტუბიცე დაეჟეონ სიტიზენი
რომან ჭანტურია ემპოლი ოლანენშე
სანდრო კობახიძე ვორსკლა გიოზთეფე
ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგი ნიურნბერგი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატო უნდა გვქონდეს შედეგი ? :D:D:D
0
უბედურო ქართულო ფეხბურთო.......
sake
18:16 01-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული