ლობჯანიძის გუნდმა კი ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 47-ე წუთზე გახსნა, შემდეგ "ზორიამ" გათანაბრება შეძლო, ხოლო 84-ე წუთზე "ორენბურგმა" გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ელგუჯა ლობჯანიძემ "ორენბურგის" შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ლობჯანიძე რუსულ კლუბში სინჯებზე იმყოფება და გუნდთან ერთად თურქულ შეკრებას გადის.