it.eurosport.com: გაიტანა და კბილებით იბრძოლა, ქართველი საუკეთესოს წოდებას იმსახურებს

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე საოცარ ფორმაშია, 17 დეკემბრიდან მოყოლებული, მან სერია A-ში ხუთი გოლის გატანა ("ემპოლიმ" სულ 6 გოლი გაიტანა) მოასწრო, რითაც სეზონის რეკორდი გააუმჯობესა.

ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის ახალი სიმაღლე - 5 გოლი 6 მატჩში [VIDEO]

"კროტონესთან" მისი თამაში, გუნდის დიდი ანგარიშით მარცხის (1:4) მიუხედავად, მედიამ დადებითად შეაფასა.

იტალიურმა "ევროსპორტმა" ქართველ ფორვარდს 10-ბალიანი სისტემით 7 ბალი დაუწერა, რაც წაგებულ გუნდში საუკეთესო შედეგია.

"გაიტანა საპასუხო გოლი და იბრძოლა 78-ე წუთამდე კბილებით, სანამ შეცვლიდნენ. ქართველი გუნდში საუკეთესოობას იმსახურებს", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული