9 მატჩში 9 გოლი - ნიკოლოზ ქუთათელაძემ პსჟ-ში ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ფორვარდმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ პსჟ-ის 16-წლამდელთა გუნდში მორიგი გოლი გაიტანა.

29 იანვარს, პსჟ "დრანსს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ქუთათელაძე პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდისთვის ეს პსჟ-ში მე-9 მატჩი იყო. ამ 9 მატჩში პსჟ-მა ჯამში 21 გოლი გაიტანა, აქედან ქუთათელაძის ანგარიშზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. პსჟ კი 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მაინტერესებს, ამ ბავშვს იძახებენ ასაკობრივ ნაკრებში? ვგულისხმობ საქართველოს ნაკრებს!
fsiuuu``
01:08 01-02-2017
0

სიახლეები პოპულარული