გურამ კაშია: რთული კვირა მქონდა და მიხარია, რომ გოლი გავიტანე [VIDEO]

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ გუშინ, 26 იანვარს, "ფეიენოორდთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესმა" გუშინ ჰოლანდიის თასის 1/4-ფინალში "ფეიენოორდს" ანგარიშით 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, პირველი გოლი კი სწორედ კაშიამ გაიტანა.

- ჰოლანდიის თასი: გურამ კაშიამ გაიტანა, "ვიტესი" 1/2-ფინალშია [VIDEO]

"ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, ჩვენი სულისკვეთება ვაჩვენეთ. მატჩის წინ ვთქვით, რომ ეს წლის მატჩი იყო. რთული კვირა მქონდა და მიხარია, რომ გოლი გავიტანე.

ბოლო პერიოდში ჩვენს სულისკვეთებასთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა იყო, ამ მატჩის შემდეგ კი
მას ვერავინ დაგვიწუნებს", - განაცხადა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთერთი ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელი საქართველოში, ნაღდი კაპიტანი!წარმატებები
კახა ქირია
17:28 27-01-2017
0
ყოჩაღ გურამ. მშვენიერი გოლი გაიტანა. იმედია მოიგებს ვიტესი თასს
ჯაბა ნბა
16:40 27-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული