იან მელბიუ მათე ვაწაძეზე: სწორედ ასეთი ფორვარდი გვჭირდებოდა

AutoSharing Option
მათე ვაწაძემ "ვიბორგში" პირველი გოლი გაიტანა. დანიურმა გუნდმა საკონტროლო შეხვედრა გამართა ქვედალიგელ "სკივესთან" და 3:0 მოიგო.

"ვიბორგის" მთავარი მწვრთნელია იან მელბიუ, "აიაქსისა" და "ლივერპულის" ყოფილი ვარსკვლავი, ვისაც გასული საუკუნის 80-90-იანი წლების "დანიური დინამიტის" ბრწყინვალე თაობიდან ვიცნობთ...

რადგან "ვიბორგი"-"სკივეს" მატჩი ხელოვნურ საფარზე ტარდებოდა, მელბიუმ სიფრთხილე გამოიჩინა და ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ ბოლო 20 წუთი ათამაშა, რადგან ქართველმა ტრავმა ახლახან მოირჩინა, ხალიჩა კი რისკს ზრდის.

მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, მათემ ახალ კლუბში პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, გაიტანა რა მატჩის ბოლო გოლი. ნამატჩევს, მელბიუმ
ვაწაძე შეაქო:

"ის სწორედ ისეთი ფორვარდია, რომელიც გვჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ ის სუპერლიგაში დარჩენაში დაგვეხმარება".

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ "ვიბორგი" დანიის სუპერლიგაში 17 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე მათე სულ წარმატებებით გევლოს.
gizog
14:41 27-01-2017
0
ყოჩაღ მათე. კარგ გუნდში ხარ და კარგ ჩემპიონატში და მინიმუმ 10 გოლი შეგდებას გისურვებ ამ სეზონში.
gabo
12:45 27-01-2017
0

სიახლეები პოპულარული