შოთა არველაძეს თურქული სუპერლიგის კლუბი ეპატიჟება

AutoSharing Option
თურქული მედიის ინფორმაციით, სუპერლიგის "ალანიასფორი" შოთა არველაძის მიწვევით არის დაინტერესებული. მას მერე, რაც "ალანიამ" 2:3 წააგო "რიზესფორთან", კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ჰუსეინ კალპარი.

"ბეშიქთაშთან" მატჩში "ალანია" დროებითმა თავკაცმა მუსტაფა კამუნაკმა გაიყვანა, "ალანიამ" 1:4 წააგო. გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ქულა აიღო და 18 ქულით მე-14 ადგილზეა.

მედია იუწყება, რომ კლუბის პრეზიდენტი ჰასან ჩავუშოღლუ უკვე დაეკონტაქტა "მაკაბიდან" გამოშვებულ არველაძეს, თუმცა კლუბის მენეჯმენტი მწვრთნელის პოზიციაზე მეჰმეთ ოზდილეკსა და თუგაი ქერიმოღლუს კანდიდატურებსაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე 2010-15 წლებში თურქულ "ქაისერისფორში", "ქასიმფაშასა" და "ტრაბზონსფორში"
მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეფარიზე დაგვასვენე სჰეკაცო ამოვიდა უკვე ამას რა ემცვრნელება,ფულის სჰოვნა უნდა და მოჯდება.
ბაჯო
23:07 24-01-2017
0
ვინ არის ამის აგენტი იცის ვინმემ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული