ოთარ მარცვალაძემ ყაზახური "ორდაბასი" დატოვა

AutoSharing Option
ყაზახური "ორდაბასი" ქართველმა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას tvk-uko.kz ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 32 წლის ფორვარდი.

მარცვალაძე "ორდაბასში" 2016 წლის ივლისში გორის "დილადან" გადაბარგდა. მანამდე ფეხბურთელს "ვიტ ჯორჯიაში", კიევის "დინამოს" მეორე გუნდში, "ზაკარპატიაში", "ანჟიში", "ვოლგაში", "კრასნოდარში", "სკა ენერგიაში", "ალანიაში", თბილისის "დინამოში" და "ტოსნოში" უთამაშია, საიდანაც 2015 წლის ივლისში "დილაში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ბიჭი თავის ხელფასით იცი რამდენ ოჯახს ინახავს? ხოდა რო არ იცი ....
datos
15:58 08-02-2017
0
დვალიშვილი უნდა იყოს გამოძახებული ნაკრებში და ეს არა? ამის გოლები მინახავს მაინც და გვინახავს მემგონი და დვალიშვილის გოლები რომელ წლებში გაიტანაა :))))
CHumad
23:09 21-01-2017
0

სიახლეები პოპულარული