კიელინისთან, ჯეკოსთან და ბუფონთან ერთად - ლევან მჭედლიძე ტურის ანტისიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
fanpage.it-მა იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის ანტისიმბოლურ ნაკრებში ლევან მჭედლიძე (შეფასება 4,5 ბალი) შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა "სამპდორია"-"ემპოლის" მატჩის პირველ ტაიმში პენალტი ვერ გაიტანა, მატჩი კი 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტურის "უცუდეს" გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც კიელინი, ფოფანა და ჯეკოა, ხოლო სათადარიგოებში თვით ბუფონიც ვიხილეთ.

ამის მიუხედავად, 22 იანვარს "ემპოლი"-"უდინეზეს" შეხვედრაში ლევან მჭედლიძე კვლავ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული