ჯაბა ჯიღაური: საქართველოს ჩემპიონატში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა Sportall.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევანი მაკედონიურ კლუბზე, სკოპიეს "ვარდარზე" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯიღაური, რომელიც თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ამიერიდან მაკედონიის მოქმედი ჩემპიონის ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

- ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს "ვარდარის" ფეხბურთელია

- საინტერესოა, როდის გაჩნდა "ვარდარის" ვარიანტი?
- ინტერესი საკმაოდ დიდი ხნის წინ გაჩნდა. "ვარდარის" სიძლიერეში მაშინ დავრწმუნდი, როცა ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვნახე.

- იყო თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან?
"ვარდარი" რატომ აირჩიე?
- კი, იყო ინტერესი სხვა გუნდებიდან, თანაც უკეთესი ჩემპიონატებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო, კონკრეტული არაფერი. მთავარი მიზეზი, რის გამოც "ვარდარი" ავირჩიე, ისაა, რომ ეს ძალიან ამბიციური და პერსპექტიული გუნდია, რომელსაც ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგისა ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში სურს. კლუბის პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და დავრწმუნდი ამაში.

საამისოდ კი გუნდში ყველანაირი პირობაა შექმნილი. აქ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას ვერ მისცემ, არ გაპატიებენ.

Sportall.Ge

- რამდენად რთული იყო თბილისის "დინამოს" დატოვება?
- ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე.

მსურს, თბილისის "დინამოში" მომუშავე თითოეულ ადამიანს, ვინც დღემდე მომიყვანა, ვინც ზრუნავდა ჩემზე, მამხნევებდა, მადლობა გადავუხადო. "დინამო" ყოველთვის ჩემს გულში იქნება და იმედი მაქვს, მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ყოფილ გუნდს.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რომის "ლაციოს" სურდი. ეს ჭორი იყო თუ ტრანსფერი ჩაიშალა?
- "ლაციოს" ვარიანტზე მეც მითხრეს, თუმცა სიმართლეს რამდენად შეესაბამებოდა, არ ვიცი.

- კლუბში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილები თუ ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა მოგიწევს?
- ჩემს პოზიციაზე გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი, მწვრთნელის დიდი სურვილია - მას ჩემი სჯერა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

- რა უნდა მოგცეს მაკედონიაში გატარებულმა პერიოდმა?
- რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და ვხვდები, რომ თუ საქმეს მონდომებას არ დავაკლებ, პროგრესი გარდაუვალია. საკმაოდ ძლიერი მწვრთნელების ხელში ვარ, გუნდელებმა კი მითხრეს, რომ ჩემპიონატის დონეც მაღალია. ფიზიკურადაც, ყველა ძლიერია...

- გუნდში როგორ მიგიღეს?
- ისეთი დახვედრა მომიწყვეს, ვერც კი წარმოვიდგენდი. ჩემ მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი და ეს მაძლიერებს.

Sportall.Ge

- სავარჯიშო პროცესების დროს რას ექცევა ყველაზე მეტად ყურადღება?
- სიახლე ნამდვილად არაა, რომ ევროპული კლუბები სწრაფ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. გამონაკლისი არც "ვარდარია": აქ აქცენტი მაღალ ტემპზე კეთდება. ასევე - 1-2 შეხებით თამაშზე, რაც თამაშს უფრო სანახაობრივს ხდის.

- როგორია შენი პირველი შთაბეჭდილებები ქალაქზე?
- სკოპიე ლამაზი ქალაქია. სამზარეულოც მომეწონა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ბიჭო წახვედი, წახვედი, მაგრამ რომ ამბობ საქართველოს ჩემპიონატში და ,,დინამნოში" განვითარება არ მქონდაო, რა მაკედონიის ჩემპიონატი მაღალი დონისაა? ან ეგ კლუბი არის დინამოზე მაღალი დონის? დაფიქრდი სანამ რაიმეს იტყვი..
გიორგი
11:13 18-01-2017
0
otara-ს. შენ როგორ ხარ წვერთან, მოშვებული გაქვს თუ ქორფა ხარ და ახლა შეგდის წვერი?
ამო
10:09 18-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული