რევაზ ჩელებაძე: არაა გამორიცხული, კვირკველია "რუბინში" დარჩეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი არ გამოცვალოს. ამის შესახებ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ფეხბურთელის აგენტმა რევაზ ჩელებაძემ განუცხადა.

- კვირკველია სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას "რუბინში" იწყებს. კლუბს მისი გაშვება არ სურს.

- სხვა კლუბებიდან აქვს შემოთავაზებები?
- კი, მაგრამ მე ჯერ არავინ დამკავშირებია.

- ანუ, შესაძლოა, კვირკველია "რუბინში" დარჩეს?
- არაა გამორიცხული. ამ კლუბმა აქცია საბა იმ ფეხბურთელად, ვინც დღესაა და ვისზეც ყველა საუბრობს. დარწმუნებული ვარ, რომ ის "რუბინს" გამოადგება, საბა
ძლიერი მცველია.

"რუბინი" შესანიშნავი გუნდია და თუ კვირკველია კლუბში დარჩა, ის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცევა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინ დაარქვა ამ ჩელებაძეს აგენტი. ტიპი ღუპავს ქართველ ფეხბურთელებს. რუსული კლუბის გარდა სხვაგან არსად წაყვანა შეუძლია. თვითონ იღებს კარგ გასამრჯელოს და მერე სულ კიდია რა მოხდება.
beqa
13:16 13-01-2017
0
ეს ჩელედიდი მაფიოზია დადარწმუნებული ვარ ფუზე ვაჭრობს ისე როგორც ანანიძესთა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული