გიორგი მერებაშვილის შეძენა პოლონეთის ექსტრაკლასას ერთ-ერთ ლიდერს სურს

AutoSharing Option
პოლონური "ვისლას" ქართველმა შემტევმა გიორგი მერებაშვილმა კარიერა, შესაძლოა, გდანსკის "ლეხიაში" გააგრძელოს. როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, "ლეხიამ" ქართველ ფეხბურთელს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

მერებაშვილს, რომელიც "ვისლაში" 2016 წლის ივლისში გადაბარგდა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ივნისში ეწურება. 16 ჩატარებულ შეხვედრაში 30 წლის შემტევის ანგარიშზე 4 გოლია.

"ლეხია" 20 ტურის შემდეგ 39 ქულით პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე ადგილზეა.

კარიერის განმავლობაში მერებაშვილს თბილისის "დინამოში", "ვოივოდინაში", "ოფიში", "ვერიასა" და "ლევადიაკოში" უთამაშია.
ამკაცის საწინააღმდეგო რა გვაქვს ქომაგი მაგრამ რითი ჯობია გოგიას ან როდის გახსოვს ან სად რომ რამე განსაკუთრებული ექნას რომ ვინმეს ადგილი დაიკავოს ეროვნულ ნაკრებში უსამართლოდ?
bacho
22:33 11-01-2017
0
ამ კაცს რატო უკეთებს ნაკრები იგნორირებას გოგიას რო ახევთ კალთებს!!!
ქომაგი
17:47 11-01-2017
0
სიახლეები პოპულარული