ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე ყაზახეთში ითამაშებენ

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი - ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარ "ატირაუში" გააგრძელებენ...

ჩვენი ინფორმაციით, დვალიშვილი და ლობჟანიძე დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, ხვალ-ზეგ კი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სწორედ ყაზახეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ ჩვენებურები - გოგიტა გოგუა და ოთარ მარცვალაძე. ისინი "ორდაბასის" ღირსებას იცავენ. რაც შეეხება შოთა გრიგალაშვილს, მან ახლახან დატოვა "ირტიში".

დვალიშვილი 30 წლისაა. მისი საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. სხვადასხვა დროს უთამაშია "ბათუმში", "ოლიმპში", "სკონტოში", "მაკაბიში",
"პოლონიაში", "ლეგიაში", "ოდენსეში", "პოგონსა" და თბილისის "დინამოში".

დვალიშვილის ბოლო გუნდი თბილისის "დინამო" იყო. ქართული ფეხბურთის ფლაგმანმა კარგად ვერ ითამაშა ევროთასებზე, თუმცა, ვინმეს გამოყოფა თუ შეიძლება დინამოელთაგან, ერთ-ერთი უდავოდ დვალიშვილია.

მას უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ეროვნულ გუნდში კი 2009 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოს პირველი გუნდის შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

29 წლის ლობჟანიძე სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოს", "ბათუმის", "ზესტაფონის", "დნიპროს", "კრივბასის", "ომონიასა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კი 2008 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

დასრულებული სეზონის შემდეგ ორივე ფეხბურთელმა დატოვა გაახალგაზრდავების გზაზე მდგარი თბილისის "დინამო". "ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ დვალიშვილი ერთ-ერთი პოლონური კლუბის ვარიანტს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი, ჩვენი ინფორმაციით, ორივე ქართველმა "ატირაუზე" შეაჩერა.

ამ გუნდში რამდენიმე ლეგიონერი თამაშობს ბელორუსიდან, სერბეთიდან, კამერუნიდან... ის არ არის იქაური ფეხბურთის გრანდი. ბოლო ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. გუნდს სერბი სპეციალისტი ზორან ვულიჩი წვრთნის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბიჭებო!
Georgian
23:28 10-01-2017
0
ლობჟანიძე დელისზე აფთიაქში შემხვდა დღეს და არამგონია ყაზახეთში სამედიცინო შემოწმებას გადიოდეს
ირაკლი
18:05 10-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული