CFA-მ "ეთნიკოსის" მესამე გოლი "ერმისთან" მატჩში ნიკა კაჭარავას მიანიჭა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს ახნასის "ეთნიკოსისა" და "ერმისის" მატჩში (3:1) მასპინძელთა მესამე გოლი (75-ე წუთზე) თავიდან ყველა კვიპროსულმა (მაგ. kerkida.net) და უცხოურმა წყარომ ბულგარელ პლამენ კრაჩუნოვს ჩაუთვალა, თუმცა ვიდეოზე კარგად ჩანს, რომ ბოლო წამს ბურთს "ახნასის" ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა ეხება.

ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ოფიციალურ წყაროს, კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის (CFAA) ვებგვერდი cfa.com.cy კი გოლს ჩვენებურს უთვლის, რომელიც მანამდე საგოლე პასით და ყვითელი ბარათით გამოირჩა. ასე რომ, ნიკა კაჭარავას ანგარიშზე კვიპროსის ჩემპიონატში 15 თამაშში უკვე 11 გოლია, რაც დიდებული შედეგია.

აქვე ვიტყვით,
რომ ჩემპიონატის ბომბარდირი 16 გოლით "ომონიას" ინგლისელი შემტევი მეტ დერბიშირია, ვინც პრემიერლიგაში მოთამაშე "ბლექბერნიდან" უნდა გახსოვდეთ.

22 წლის ნიკა კაჭარავა შესაშურ ფორმაშია, მან ზედიზედ ბოლო სამ ტურში გაიტანა, ხოლო ბოლო 6 ტურში მის ანგარიშზე 7 გოლია.

ახნასის "ეთნიკოსის" მიზანი ექვსეულში შესვლაა, მე-6 ადგილს ახლა სწორედ მის მიერ დამარცხებული "ერმისი" იკავებს 25 ქულით, "ეთნიკოსს" 21 ქულა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული