საქართველოს ფუტსალის ნაკრები თბილისში სლოვაკეთს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ოფიციალურ მატჩებამდე, თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები 6 და 7 დეკემბერს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

2017 წლის იანვარში კი, თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული