საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს უმასპინძლებს

AutoSharing Option
ფუტსალში ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მატჩები საქართველოში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.

21 ოქტომბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეთა ვინაობა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაირკვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მომდევნო ეტაპის საგზურისთვის შვეიცარიის, ისრაელის და შოტლანდიის ნაკრებებთან იბრძოლებს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში, 2017 წლის 23 იანვრიდან - 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები ითამაშებს. ოთხ გუნდს შორის საუკეთესო ძირითად საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, ჩვენს ჯგუფში გამარჯვებული ნაკრები ევრო საგზურისთვის ბელარუსში იბრძოლებს, სადაც მასპინძელი და ჩვენს
ჯგუფში გამარჯვებული ნაკრების გარდა, იტალია და ჰოლანდია ითამაშებენ.

ფუტსალში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში ჩატარდება.