SBM LEAGUE 2014/15: ოქროს ლიგაში 1/2-ფინალისტები გაირკვევა

AutoSharing Option
25-26 აპრილს, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს უმასპინძლებს.

აპრილის ბოლო შაბათ-კვირა ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ლიგის გუნდებს დაეთმობათ.

ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა, მერვე ტურის შეხვედრები გაიმართება ბრინჯაოს ლიგაში, რომელიც დიდწილად მოჰფენს ნათელს წინასაპლეიოფო "გაურკვევლობას".

"ა" ჯგუფში ხუთი საპლეიოფო ადგილისათვის პრეტენზიას ერთბაშად შვიდი გუნდი აცხადებს, რომელთაგან გაცილებით კარგი სიტუაცია ცხრილის ლიდერებს, "ბიბლუსსა" და მფკ "ტატიშვილს" აქვთ. გამარჯვების შემთხვევაში ორივე მათგანი ვადაზე ადრე გაინაღდებს მომდევნო ეტაპზე თამაშს.

"ბიბლუსის" მეტოქე ხუთეულში მყოფი მფკ "პალერმოა", რომელსაც ასევე ჰაერივით ესაჭიროება ქულები.
"მედიკოსები" კი აუტსაიდერ "კრედო-ქვემო ქართლს" დაუპირისპირდებიან. არის შანსიც, რომ შესაბამისი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ორივე მათგანს ქულაც ეყოს პლეი ოფში გასასვლელად.

უაღრესად პრინციპული დაპირისპირება გაიმართება თბილისის მერიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდებს შორის. ორივე მათგანისთვის საჭირო შედეგი მოგებაა. მარცხის შემთხვევაში, "დედაქალაქელები", ფაქტობრივად, დაემშვიდობებიან პლეი ოფში გასვლის შანსს, "ძალოვნებს" კი, ბოლო ტურის გარდა, თადარიგში ერთი გამოტოვებული შეხვედრა დარჩებათ, სადაც 100%-იანი შედეგის ჩვენება მოუწევთ.

3-3 ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეთ "ევროკრედიტსა" და "ქლინინგ სერვის გრუპს". ეს უკანასკნელი "თიბისი ფეისთან" ითამაშებს, ხოლო "ევროკრედიტი" "ბი პი 2"-თან გაარკვევს ურთიერთობას.

Sportall.Ge

არანაკლებ დაძაბული ვითარებაა "ბ" ჯგუფშიც. პლეი ოფის საგზური ოფიციალურად მხოლოდ კასპის "გენერალს" აქვს მოპოვებული, რომელიც 19 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. კასპელები ამ ტურში რეგიონის კიდევ ერთ წარმომადგენელს, მცხეთის "გუჯარს" დაუპირისპირდებიან, რომლისთვისაც ამ მატჩში გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სხვა შემთხვევაში მცხეთელების გასვლა-არგასვლის საკითხი მხოლოდ მათზე აღარ იქნება დამოკიდებული.

დიდი ალბათობით, პლეი ოფში თამაშს ვადაზე ადრე გაინაღდებს "საქართველოს ფოსტაც", რომლის მეტოქეც უიმედო აუტსაიდერი "მეგაკოა".

კიდევ ერთი ფავორიტ-აუტსაიდერის დაპირისპირება შედგება "პალიტრასა" და "ბაქსვუდი 2"-ს შორის.

პლეი ოფში გასვლის შანსის ბოლომდე გამოყენებას ეცდება "მედიქლაბჯორჯია". "მედიკოსები" ამ ტურში "კარფურს" ეთამაშებიან და ხუთეულში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად ამ შეხვედრის აუცილებლად მოგება მართებთ.

რაც შეეხება კიდევ ერთ პრინციპულ და ცენტრალურ დაპირისპირებას, VIVUS.GE-სა და "ჯო ენს" შორის, იგი კვირას გაიმართება და ბოლო ტურის წინ შექმნილ ვითარებას საბოლოოდ წარმოაჩენს.

Sportall.Ge

25-26.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VIII ტური.
ა ჯგუფი
12:00 BP 2 - ევროკრედიტი
13:00 სდსს - მერია
14:00 TBC Pay - CSG
16:00 მფკ ტატიშვილი-კრედო-ქვ. ქართლი
18:00 MFC PALERMO - ბიბლუსი

ბ ჯგუფი
11:00 მეგაკო - საქართველოს ფოსტა
15:00 გენერალი (კასპი) - გუჯარი (მცხეთა)
17:00 მედიქლაბჯორჯია - კარფური
19:00 ბაქსვუდი 2 - პალიტრა მედია

26.04.2015
15:00 VIVUS.GE - ჯო ენი

რაც შეეხება კვირას გასამართ შეხვედრებს.

ვერცხლის ლიგის წრიულ ეტაპს ბოლო, მეცამეტე ტურის დარჩენილი სამი დაპირისპირება დაასრულებს. უკვე გარკვეულია ის რვა გუნდი, რომელიც პლეი ოფში განაგრძობს თამაშს, თუმცა მთავარი ინტრიგა გუნდების საბოლოო სატურნირო მდგომარეობაა, რის მიხედვითაც უნდა გაირკვეს კიდეც 1/4-ფინალური წყვილები.

ცნობილია ისიც, რომ პირველ ადგილს ვერავინ შეედავება "საქართველოს ბანკი 2"-ს, რომელმაც რეგულარული სეზონი წინა კვირას, "ბაქსვუდის" დამარცხებით (2-1) დაასრულა.

წრიულის ბოლო სათამაშო დღეს საუკეთესო რვიანის ოთხი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. ცხრილში მეორე ადგილისთვის "კრედო" და "სნიკერსი" ითამაშებენ.

ზედა სამეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" გუნდსაც, რომელიც "სეზონის საუკეთესო გარდასახვის" ტიტულის მფლობელს, "ბანკ რესპუბლიკას" დაუპირისპირდება.

ტურს "ბი პი ჯორჯიისა" და "პროკრედიტ ბანკის" დაპირისპირება დაასრულებს.

Sportall.Ge

26.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური
12:00 ბანკი რესპუბლიკა - GWP
13:00 კრედო - სნიკერსი
14:00 პროკრედიტ ბანკი - BP GEORGIA

სათამაშო უიკენდს ოქროს ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები დაასრულებს.

ოთხიდან ორი ნახევარფინალისტის ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია. "GM ჭიათურამ" პირველ დაპირისპირებაში 8-0 გაანადგურა "ბორჯომი" და განმეორებითი დუელი ფორმალობად აქცია.

ასევე მოულოდნელად დიდი ანგარიშით შეძლო "ნატახტარმა" "ერისთავის" დამარცხება - 5-1 და "იურისტებს" მხოლოდ სასწაულის იმედი უნდა ჰქონდეთ.

მცირეთი, თუმცა მაინც უპირატესობით ხვდება "ევროპაბეთი" "ვითიბი ბანკთან" განმეორებით დაპირისპირებას. "ბუკმეკერებმა" 3-1 სძლიეს პირველ შეხვედრაში "ბანკირებს".

მთავარი საპლეიოფო გარჩევა კი "საბანკო დერბიში" შედგება: "საქართველოს ბანკისა" და "პრივატ ბანკის" სამი კვირის წინანდელი დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა და ნახევარფინალში გამსვლელის ბედი ამ შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს.

26.04.2015. ოქროს ლიგა. 1/4-ფინალი (განმეორებითი)
16:00 GM ჭიათურა - ბორჯომი (8-0)
17:00 ვითიბი ბანკი - ევროპაბეთი (1-3)
18:00 საქართველოს ბანკი - პრივატბანკი (1-1)
19:00 ნატახტარი - ერისთავი (5-1)

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული