SBM LEAGUE 2014/15: წრიული ეტაპი კულმინაციას უახლოვდება

AutoSharing Option
18 და 19 აპრილს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ, ტრადიციულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი კალენდარული დღის თამაშებს უმასპინძლა.

პირველი სათამაშო დღე ბრინჯაოს ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრებს დაეთმო. "ა" ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება "ბიბლუსსა" და მფკ "ტატიშვილს" შორის მოულოდნელი ანგარიშით, 5-0 დასრულდა, "ბიბლუსის" სასარგებლოდ, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ "გამომცემლები" სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცეულიყვნენ.

დამარცხდა კიდევ ერთი ლიდერი, მფკ "პალერმო", რომელმაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდთან დათმო - 1-4.

საკმაოდ დაძაბულად წარიმართა "მერიისა" და "ევროკრედიტის" დაპირისპირება. საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად "თბილისელებმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს,
ანგარიშით 4-2. თავის მხრივ, საჭირო ქულები დაკარგა მათმა მეტოქემ.

წარმატებულად განაგრძობს ასპარეზობას "ქლინინგ სერვის გრუპი", რომელსაც "ბი პი 2"-ის ძლევა არ გასჭირვებია - 5-1 და საუკეთესო ხუთეულში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. პირველი სამი ქულა მოიპოვა "თიბისი ფეიმ", რომელმაც "კრედო - ქვემო ქართლი" არ დაინდო, 12-4.

წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ხუთეულში მოხვედრის რეალური შანსი 7 გუნდს აქვს, საიდანაც ორს, "ბიბლუსსა" და მფკ "ტატიშვილს" პლეი-ოფში თამაში, ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ.

დარჩენილ ორ ტურში არანაკლებ დაძაბული მატჩებია მოსალოდნელი "ბ" ჯგუფში. მორიგი იოლი გამარჯვება მოიპოვა ერთპიროვნულმა ლიდერმა, კასპის "გენერალმა"- კვირას გამართულ შეხვედრაში კასპელებმა "კარფური" დაამარცხეს - 11-0.

საჭირო სამი ქულის მოპოვება მოახერხა vivus.ge-მ, რომელმაც უშუალო კონკურენტს, მცხეთის "გუჯარს" სძლია - 3-0 და სატურნირო ცხრილში საიმედო მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

მცხეთელთა წაფორხილებით ისარგებლა "ჯო ენმა" და "ბაქსვუდის" დიდი ანგარიშით - 13-5 ძლევით, "გუჯარს" ქულებით გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი სხვაობით მეხუთე პოზიციაზე აღზევდა.

ჯგუფის და მთლიანად ტურის გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა "საქართველოს ფოსტისა" და "პალიტრა მედიის" გუნდებს შორის. "ფოსტალიონები" მატჩის მსვლელობისას 1-3 აგებდნენ, თუმცა მხურვალე ქომაგობისა და განსაკუთრებული მონდომების ხარჯზე 4-3 დაამარცხეს მეტოქე და კასპელებთან ერთად ბრინჯაოს ლიგაზე დაუმარცხებლად განაგრძობენ ასპარეზობას.

"ა" ჯგუფის მსგავსად, "ბ" ჯგუფშიც მხოლოდ ორ გუნდს აქვს პლეი-ოფი განაღდებული, "გენერალი" და "ფოსტა", დიდი ალბათობით, პირველ-მეორე ადგილებს არ დათმობენ, დარჩენილი სამი ადგილისთვის კი 5 გუნდი აცხადებს რეალურ პრეტენზიას.

18.04 - 19.04.2015. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური.
ა ჯგუფი
MFC PALERMO - სდსს 1-4
CSG - BP2 5-1
ევროკრედიტი - მერია 4-2
კრედო (ქვემო ქართლი) - TBC Pay 4-12
ბიბლუსი - მფკ ტატიშვილი 5-0

ბ ჯგუფი
გუჯარი (მცხეთა) - VIVUS.GE 0-3
ჯო ენი - ბაქსვუდი2 13-5
მედიქლაბჯორჯია - მეგაკო 3-0
პალიტრა მედია - საქართველოს ფოსტა 3-4

19.04.2015
კარფური - გენერალი (კასპი) 0-11

Sportall.Ge

Sportall.Ge

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: პაატა ჩახაია ( ჯო ენი) - 16, ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) - 15, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა), ირაკლი კირვალიძე (ბიბლუსი), გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) - 13

ვერცხლის ლიგის პლეი-ოფში გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდმა დამაჯერებლად, 8-2 დაამარცხა "რუსთავი 2" და დარჩენილი მერვე საგზური გაინაღდა. შესაბამისად, ამ შედეგის შემდეგ "ვითიბი 2"-სა და "საქრუსენერგოს" დაპირისპირება მხოლოდ "ბანკირებისთვის" იყო მნიშვნელოვანი, რომელთაც სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებიათ - 6-0.

ვერცხლის წრიული ეტაპის გამარჯვებული კი "საქართველოს ბანკი 2" გახდა. "ბაქსვუდთან" 2-1 მოგებული შეხვედრის შემდეგ ისინი 32 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომლები გახდნენ.

ბოლო ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა უკვე 26 აპრილს გაიმართება და მთავარ ინტრიგად ზედა რვიანში ადგილების განაწილება რჩება. სწორედ ამის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში.

19.04.2015. ვერცხლის ლიგა. XIII ტური
რუსთავი 2 - ტატიშვილი 2-8
ბაქსვუდი - საქართველოს ბანკი 2 1-2
ვითიბი ბანკი 2 - საქრუსენერგო 6-0

Sportall.Ge

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცვაძე (კრედო), ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2) - 27, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) - 26, გიორგი აფციაური (GWP) -23

განსაკუთრებული სიურპრიზების გარეშე წარიმართა სუპერლიგის მეცამეტე ტურის სამი შეხვედრა. გამორჩევის ღირსი ბათუმის "დინამოსა" და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდების დაპირისპირებაა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ ორივე გუნდისთვის არასასურველი ანგარიშით, 3-3 დასრულდა. აჭარლები მატჩის მსვლელობისას 2-0 ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა ბოლოს თავად გაუხდათ შეხვედრა გადასარჩენი.

რაც შეეხება ზედა ოთხეულის გუნდებს, ცხრილის ლიდერმა, შსს-მ იოლად 7-2 მოუგო DHL-ს, ხოლო მფკ "ნატახტარმა" საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი გაანადგურა - 9-1. ტურის ცენტრალური დაპირისპირება პსპ-სა და "პროგრეს ბანკს" შორის, გუნდების და ორგანიზატორების შეთანხმებით, გადაიდო. მატჩის გამართვის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

19.04.2015. სუპერლიგა. XIII ტური
შსს - DHL GEORGIA 7-2
დინამო (ბთ) - FC TTC 3-3
მფკ ნატახტარი - UG 9-1

Sportall.Ge

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) - 19, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 15

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული