იბერია სტარი-გრანდ პრო 2:1 - "იბერიამ" უეფას თასი მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
"იბერია სტარმა" ევროსეზონი კვლავ წარმატებით დაიწყო. 1-ელ ოქტომბერს, უნგრეთის ქალაქ დიორში ფუტსალის უეფას თასის ძირითადი ეტაპის II ჯგუფის მატჩები გაიმართა.

დიორის "მიხალი სპორტჰოლში" ერთმანეთს ჯერ საქართველოსა და ბულგარეთის ჩემპიონები დაუპირისპირდნენ.

თავიდან სახიფათო მომენტები ბულგარელებმა შექმნეს, მაგრამ "იბერიას" მეკარემ სტანკოვიჩის დარტყმულზე დროული რეაქცია გამოავლინა.

მალე ჩვენი ჩემპიონის კარს კოსევი დაემუქრა და კვლავ უშედეგოდ. ამის შემდეგ "იბერია" გამოფხიზლდა და ბულგარელთა კართან ერთიმეორეზე სახიფათო მომენტები შექმნა, მაგრამ "გრანდ პროს" მეკარე ივანოვი ჩინებულად თამაშობდა.

ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა
- თოდუამ, როგორც იქნა, ივანოვს აჯობა - 1:0.

მალევე ალთუნაშვილის გადაცემით ჯვარაშვილმა ისარგებლა და საქართველოს ჩემპიონი 2:0 დააწინაურა.

ბულგარელთაგან ყველაზე აქტიურმა სტანკოვიჩმა ჩვენს დაცვაში სუსტი ადგილი მაინც მოძებნა - 2:1.

ტიკურიშვილის მიერ გაფუჭებული პენალტი კი ლამის ძვირად დაგვიჯდა - "იბერია" მეკარე აკოპოვმა გადაარჩინა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა "დიორ ეტომ" ბოსნიის ჩემპიონი "ტანგო სარაევო" 4:2 დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფუტსალის უეფას თასი. ძირითადი ეტაპი. II ჯგუფი
იბერია სტ.-გრანდ პრო 2:1
1:0 თოდუა (31), 2:0 ჯვარაშვილი (34), 2:1 სტანკოვიჩი (39)
გამოუყენებელი პენალტი: ტიკურიშვილი (39)

იბერია სტარი: აკოპოვი, ძაბირაძე, კაკაბაძე, ალთუნაშვილი, ჯვარაშვილი - ბუკია (მეკარე), ლუკავა, თოდუა, თოთლაძე, სიგუნავა, თიბილაშვილი, ტიკურიშვილი.
მთ. მწვრთნელი: ალექსანდრე სარქისიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული