"იბერია სტარმა" უეფას თასი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს უნგრეთის ქალაქ დიორში უეფას ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა "იბერია სტარმა".

ქართულმა კლუბმა პირველობა გამარჯვებით დაიწყო - 2:1 დაამარცხა ბულგარული "ვარნა".

ირაკლი თოდუამ 31-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 34-ე წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა 2:0-ით დააწინაურა ჩვენი გუნდი.

"ვარნას" ერთადერთი გოლი კაპიტანმა იოვან სტანკოვიჩმა 39-ე წუთზე გაიტანა.

2 ოქტომბერს "იბერია სტარი" "სარაევოს" შეხვდება.

ასევე იხილეთ:
1-ელ ოქტომბერს "იბერია სტარი" უეფას თასის გათამაშებაში ჩაერთვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული